ამიერკავკასიაში პირველი, მოდის ჟურნალი „ამარტა“ 2000 წლიდან გამოდის. გამოცემის დღიდან, ჟურნალი პასუხობს ამ ინდუსტრიაში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ფორმატის საგამომცემლო ინდუსტრიაში სტანდარტები და ტრენდები მუდმივად იცვლება, დღეს „ამარტა“ კონცეპტუალურად დატვირთული ჟურნალია. ის ცდილობს, რიგ საკითხებს მრავალფუნქციურად მიუდგეს, აქცენტი კეთდება ანალიტიკასა და მოვლენების მრავალმხრივ აღქმაზე. ანხორციელებს კურატორული სახის ფოტოპროექტებს სადაც ინტეგრირება ხდება საქართველოს წარმატებული დიზაინერების, ფოტოგრაფების, მოდელებისა და სხვა ხელოვანების მსოფლიოში ამავე სფეროს ცნობილ წარმომადგენლებთან. ჟურნალი მისი არსებობის მანძილზე არაერთხელ სტუმრობდა მათ და მათთან ექსკლუზიურად ჩაწერილ ინტერვიუებს ქართველი მკითხველი პირველად „ამარტა“-ს გვერდებიდან ეცნობოდა.
ჟურნალი აქტიურადაა ჩართული სოციალური თემატიკის გაშუქებაში. 2012 წელს, ჟურნალის მთელი გამოცემა სოციალურ თემებს მიუძღვნა, რის შედეგადაც ის საქართველოს UNFPA-ს (გაეროს მოსახლეობის ფონდი) საუკეთესო მედია პარტნიორად დასახელდა.
გარდა ამისა, ჟურნალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის Veuve Cliquot Business Woman Award-ის (Veuve Clicquot-ს საქმიან ქალთა კონკურსი) ექსკლუზიური მედია პარტნიორია საქართველოში. ყველას, ვინც ჟურნალზე მუშაობს, აერთიანებს ერთი – შექმნან ხარისხი, რომელიც როგორც შინაარსობრივად ასევე ვიზუალურად გაუძლებს დროს და ინფორმატიულ წყაროდ დარჩება თაობებს.
ჟურნალ „ამარტა“-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია ირინა ყაჭეიშვილი.